სტამბოლში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა (ვიდეო)

მომიტინგეებსა და პოლიციას შორის სტამბოლში შეტაკებები მოხდა. დემონსტრანტები ტაქსიმის მოედანზე აქციის ჩატარებას გეგმავდნენ.
საპირველმაისო დემონსტრაციები თურქეთის უდიდეს ქალაქში საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიმდინარეობს, რომელიც 2016 წლის ივლისი მომხდარი სამხედრო ამბოხების შემდეგ მოქმედებს.
ტაქსიმის მოედანზე აქციების ჩატარება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, ორმა ქალმა იქ შეაღწია და პლაკატი გაშალა. ისინი პოლიციამ დააკავა.
გარდა ამისა, პოლიციამ ბეშიქთაშის რაიონში აქცია დაშალა, რომლის მონაწილეები ასევე ტაქსიმის მოედნისკენ მსვლელობის მოწყობას გეგმავდნენ. პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, შიშლის რაიონში 300-მდე მომიტინგეს და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები