ლონდონში ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი სამი ქალი დააკავეს

ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში სამი ქალი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, ორი დაკავებული 18-ის, ერთი კი 19 წლისაა. ისინი ტერორისტული აქტების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი.
პოლიციის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალები იმ ადგილას დააკავეს, სადაც პარასკევს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ერთი ქალი დაიღუპა, რომელმაც სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები