შვედეთში შიიტური მეჩეთი დაწვეს

შვედეთში უდიდესი შიიტური მეჩეთი დაწვეს. ინციდენტი იერფელას რაიონში, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. ამის შესახებ ტელეკომპანია “SVT” იუწყება.
მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობის 50% განადგურებულია.
მეჩეთში 3 ათასი წიგნი ინახებოდა. დაიწვა თუ არა ბიბლიოთეკა, ჯერჯერობით უცნობია, შიიტურ მეჩეთში 1-ლი მაისიდან 80 ბავშვს უნდა ესწავლა. ამ გაკვეთილების ჩატარება გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები