ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტების პროგრამაში გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტების პროგრამაში გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს.

„არ მსურს ამის განხილვა. ახლა მათ არა აქვთ კარგი რაკეტები, მაგრამ საბოლოოდ, მათ ექნებათ კარგი რაკეტები“, – განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია  “CBS”-თვის მიცემულ ინტერვიუში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის გარშემო არსებული სიტუაციის მოგვარების საკითხში ჩინეთის როლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„მათ არ სურთ არასტაბილური ჩრდილოეთ კორეის ნახვა. ასევე, მათ არ სურთ, რომ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღი ჰქონდეს“, – განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა პეკინთან ურთიერთობა გამოასწორა, რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციას არ გამოსდიოდა.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეამ 29 აპრილს კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ის ჰაერში აფეთქდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები