სტოლტენბერგი: ნატო ავღანეთში შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის საკითხს განიხილავს

NATO Secretary General Jens Stoltenberg holds a news conference during a NATO foreign ministers meeting at the Alliance's headquarters in Brussels, Belgium March 31, 2017. REUTERS/Yves Herman - RTX33JHR

ნატო ავღანეთში შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ისლამურ რესპუბლიკაში რთული სიტუაციის გამო უნდა იყოს მიღებული. განცხადება სტოლტენბერგმა  “The Telegraph”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ამჟამად, ავღანეთში ნატოს 13 ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას ალიანსი ივნისში მიიღებს.
რამდენიმე დღის წინ, მოძრაობა „თალიბანმა“ გაზაფხულის შეტევის დაწყების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები