იაპონიის საბრძოლო ხომალდები ამერიკულ ფლოტს დაიცავენ

იაპონიის საბრძოლო ხომალდები ამერიკის ფლოტის უზრუნველყოფის გემებს დაიცავენ, რომლებიც ავიამზიდს „კარლ უილსონს“ ამარაგებენ. ავიამზიდი ამჟამად კორეის ნახევარკუნძულთან იმყოფება.  ეს პირველი საბრძოლო ოპერაციაა, იაპონიის ფლოტისთვის ქვეყნის შეიარაღებული ძალების როლის შესახებ კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ.
ვერტმფრენმზიდიიძუმო“ თან ახლავს ხომალდს, რომელსაც ამერიკული ეკსადრისთვის საწვავი და სხვა აუცილებელი ტვირთები მიაქვს. „კარლ უილსონი“ ამჟამად სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, კორეის ნახევარკუნძულთან მანევრებს ახორციელებს.
ოპერაცია ჩრდილოეთ კორეის გარშემო სიტუაციის გამწვავების ფონზე მიმდინარეობს. 2 დღის წინ, ფხენიანმა კვლავ გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა.
ცნობისთვის, 1947 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიღებული კონსტიტუციით, იაპონიის შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედება პირდაპირ ეკრძალებოდა. 2015 წელს პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს ინიციატივით, პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც მოკავშირეებთან ერთად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იაპონიის შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლებას იძლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები