„ერაყის შეიარაღებული ძალები მოსულს მთლიანად მაისში აიღებენ“ (ფოტოკოლაჟი)

ერაყის შეიარაღებული ძალების მეთაურობის ინფორმაციით. ერაყის ძალები ქალაქ მოსულს მაისში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ მთლიანად გაათავისუფლებენ. ამის შესახებ „როიტერი” იუწყება.
გენერალ-ლეიტენანტის, ოთმან ალ-გამნის ინფორმაციით, მოსულისთვის ბრძოლა „მაქსიმუმ სამ კვირაში დასრულდება“.
ერაყის სიდიდით მეორე ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. ამჟამად ყველაზე მძიმე ბრძოლები ძველ ქალაქში მიმდინარეობს. ერაყის სამთავრობო ძალებს ჰაერიდან საერთაშორისო კოალიციის ავიაცია ეხმარება.
მოსული – სიდიდით მეორე ქალაქია ერაყში. „ისლამურ სახელმწიფოს“ ის 2014 წლიდან ჰქონდა დაკავებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები