სტამბოლში, ირანის ოპოზიციური ტელეკომპანიის დამფუძნებელი მოკლეს

თურქეთში, სტამბოლში ირანის ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეკომპანიის GEM TV დამფუძნებელი, საიდ ქარიმიანი მოკლეს.
აღნუშნულ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, უცნობმა პირებმა ქარიმიანის ავტომობილს გზა მაშინ გადაუჭრეს როდესაც ის მანქანიდან გადმოვიდა და მისი მისამართით ცეცხლი გახსნეს.
ამასთან, ირანის ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელი ავტომანქანაში ბზინესპარტნიორთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ასევე სროლის შედეგად დაიღუპა.
აღანიშნავია, რომ ქარიმიანს თეირანის სასამართლომ დაუსწრებლად ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას ირანის „ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო იდეოლოგიის პროპაგანდაში“ დასდეს ბრალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები