ტეხასში ტორნადოს 5 ადამიანი ემსხვერპლა და 50 დაშავდა

აშშ-ში, ტეხასში ტორნადოს 5 ადამიანი ემსხვერპლა და 50 დაშავდა.
“ბი-ბი-სის” ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.
წყაროს ინფორმაციით, ძირითადად ქალაქი კანტონი დაზარალდა, რომელიც დალასიდან 95 კილომენტრში მდებარეობს, თუმცა ქარიშხალმა ტეხასის კიდევ რამდენიმე დასახლებულ პუნქტს მიაყენა ზიანი. ტორნადომ დაანგრია სახლები, დააზიანა ავტომობილები და ხეები წააქცია.
ტეხასი იმ რეგიონში მდებარეობს, რომელიც ცნობილია როგორს „ტორნადოს ხეივანი“. ამის გამო შტატში ძალიან ხშირია ქარიშხლები.
რუსული სააგენტო РИА-ს ცნობით, მისურისა და ოკლაჰომას შტატების ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისურის შტატში სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველებმა 30-ის გადარჩენა შეძლეს.
უსაფრთხოების მიზნით, დატბორვის საშიშროების გამო 100-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები