თურქეთში 4 000-მდე სახელმწიფო მოხელე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

თურქეთში სამსახურებიდან მასობრივი დათხოვნების შედეგად, თანამდებობებიდან 4 000-მდე სახელმწიფო მოხელე გაათავისუფლეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მათგან ათასზე მეტი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელია, ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, 500-მდე კი სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელი. ყველა მათგანის გათავისუფლების მიზეზად, 2016 წლის სამხედრო ამბოხის მცდელობასთან კავშირია დასახელებული.
დათხოვნების პარალელურად, ქვეყანაში აიკრძალა პოპულარული ტელეგადაცემა პაემნებისა და ქორწილების შესახებ. ასევე, დაიბლოკა შემეცნებითი ვებგვერდი ვიკიპედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები