კუბაში ავიაკატასტროფას რვა ადამიანი ემსხვერპლა

კუბაში მომხდარ ავიაკატასტროფას რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ბი-ბი-სის“  ინფორმაციით, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი „ან-26“ აფრენის შემდეგ მთას შეეჯახა.

„დაიღუპა ბორტზე მყოფი  რვა სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ეკიპაჟის წევრები“,- წერს „ბი-ბი-სი“.

კატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.

თვითმფრინავი ავიაკომპანია Aerogaviota-ს ეკუთვნოდა.

თვითმფრინავი დასავლეთის პროვინცია არტემისში მიფრინავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები