რუსეთში პუტინის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში და სიდიდით მეორე ქალაქ სანკტ-პეტერბურგში ანტისამთავრობო აქცია სახელწოდებით „მოგვბეზრდი“ მიმდინარეობს. მისი ორგანიზატორია ოპოზიციონერი მიხეილ ხოდორკოვსკი და მისი პოლიტიკური მოძრაობა „ოტკრიტაია როსია“. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისაღებში რიგში ჩადგნენ და პუტინს მოუწოდებენ 2018 წელის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა არ წარადგინოს.
„ბი ბი სის“ ცნობით, მოსკოვში აქცია მშვიდად მიმდინარეობს. სანკტ-პეტერბურგში კი 30 ადამიანია დაკავებული. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაკავებები იმ მომენტში მოხდა, როდესაც ოპოზიციონერები პუტინისადმი წერილზე ხელმოწერებს აგროვებდნენ.
საპროტესტო აქციები რუსეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები