ბელორუსიაში ოპოზიციონერი ნიკოლაი სტატკევიჩი დააკავეს

ბელორუსიაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკოლაი სტატკევიჩი დააკავეს. ის მომხრეებს პირველ მაისს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა. სტატკევიჩს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.
ოფიციალურად, ოპოზიციონერის დაკავების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სტატკევიჩმა მომხრეებს 1-ელ მაისს მინსკის ცენტრალურ მოედანზე გამოსვლისკენ და ხელისუფლების წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ნიკოლა სტატკევიჩი ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკური ოპონენტია. ის 2010 წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები