რუსეთის მოქალაქეს აზერბაიჯანში 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

აზერბაიჯანში რუსეთის მოქალაქეს, მარატ უელდანოვს ნარკოტიკების უკანონო გავრცელებისთვის, 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.
განაჩენი ბაქოს სასამართლომ გამოიტანა. უელდანოვი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 234.4.3 მუხლით დამნაშავედ ცნეს.
მარატ უელდანოვი ბაქოში 2016 წლის 28 ივლისს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები