ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც აშშ-ის სანაპიროსთან ნავთობის მოპოვების უფლებას იძლევა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ბარაკ ობამას მიერ აშშ-ის სანაპიროსთან ნავთობის და გაზის მოპოვების აკრძალვას აუქმებს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ტრამპის მიერ ბრძანებულების ხელმოწერის შემდეგ, კომპანიებს ატლანტიკის და წყნარ ოკეანეში ნავთობის მოპოვების უფლება ეძლევათ. ობამას მიერ დაწესებული აკრძალვა გარემოს დაცვის ინტერესებით იყო გამოწვეული. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კატასტროფა ნავთობის მოპოვების ისტორიაში, რომელიც 2010 წელს მექსიკის ყურეში მოხდა.
ტრამპი აცხადებს, რომ ეს ბრძანებულება ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ამ ბრძანებულების ხელმოწერისთვის ცუდი დრო შეარჩია, ვინაიდან ნავთობის ფასი ამჟამად ისედაც ძალზე დაბალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები