რუსეთმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების დროს, რუსეთმა შორეულ აღმოსავლეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ,  ვიქტორ ოზეროვმა განაცხადა.
“ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ, საჰაერო თავდაცვის ძალები მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან“, – განაცხადა ოზეროვმა.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდა წარუმატებლად დასრულდა, რაკეტა ჰაერში აფეთქდა. ამის შესახებ „ბი ბი სის“ სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა აცნობეს.
მომხდართან დაკავშირებით, კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა.
„ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთის და მისი ლიდერის, სი ცზინპინის სრული უპატივცემულობა გამოავლინა, როდესაც კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა. ეს ძალიან ცუდია“, – დაწერა ტრამპმა ტვიტერში.
ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტის მორიგი გამოცდა მსოფლიო ლიდერებმა დაგმეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები