ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა – რაკეტა ჰაერში აფეთქდა

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდა წარუმატებლად დასრულდა, რაკეტა ჰაერში აფეთქდა. ამის შესახებ „ბი ბი სის“ სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა აცნობეს.
მომხდართან დაკავშირებით, კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა.

„ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთის და მისი ლიდერის, სი ცზინპინის სრული უპატივცემულობა გამოავლინა, როდესაც კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა. ეს ძალიან ცუდია“, – დაწერა ტრამპმა ტვიტერში.

მანამდე, ტრამპმა „როიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჩინეთის და მისი ლიდერის პოზიციით ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით, კმაყოფილება გამოხატა.

ცნობისთვის, ბოლოს ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა 16 აპრილს გამოსცადა. ის ცდაც უშედეგოდ დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები