მოსკოვის სასამართლომ იმამს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის საოლქო სასამართლომ ადგილობრივი მეჩეთის იმამს მაჰმუდ ველითოვს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იმამს პატიმრობა ტერორიზმის გამართლების გამო მიუსაჯეს.  ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ბრალი იმამს 2013 წელს მეჩეთში წარმოთქმულმა ლოცვის გამო წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, სასულიერო პირმა საჯაროდ გაამართლა ერთ-ერთი ექსტრემისტული დაჯგუფების, „ხიზბ-უტ-ტახრირ ალ-ისლამის“  წევრის საქმიანობა, რომელიც დაღესტანში მოკლეს.
თავად იმამი ბრალს არ აღიარებს. მისი განცხადებით, არ იცოდა, რომ ეს პირი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები