მონტენეგროს პარლამენტმა ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

მონტენეგროს პარლამენტმა ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ამ გადაწყვეტილებას 46-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ოპოზიციურმა პარტიებმა სხდომების ბოიკოტირება მოახდინეს და საპროტესტო აქცია გამართეს. ოპოზიციური ძალები ნატოში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვდნენ.
ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრმა დუშკო მარკოვიჩმა კენჭისყრას „ისტორიული მოვლენა“ უწოდა. ოპოზიციიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანების ოქმის რატიფიცირებას არ აღიარებენ.
სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანების საკითხზე ქვეყანაში აზრი თითქმის ორად არია გაყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები