საფრანგეთის „ნაციონალური ფრონტის“ დროებითი ლიდერი თანამდებობიდან გადადგა

საფრანგეთის „ნაციონალური ფრონტის“ დროებითი ლიდერი ჟან-ფრანსუა ჟალკი თანამდებობიდან გადადგა. ის ამ თანამდებობას მარინ ლე პენის გადადგომის შემდეგ ასრულებდა.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე ჟან ფრანსუა ჟალკმა სამი დღე გაატარა. ახლა კი „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერის თანამდებობას სტივ ბრუია შეასრულებს.
2000 წელს მიცემულ ინტერვიუში ჟალკმა განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი ნაცისტები პესტიციდს „ციკლონ-ბ“-ს იყენებდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში ადამიანების გასანადგურებლად.
ამასთანავე ჟან ფრანსუა ჟალკი აცხადებს, რომ მას მსგავსი არაფერი უთქვამს და ეს ჟურნალისტების მიერ შეთხზული ისტორიაა. პოლიტიკოსი სასამართლოში ჩივილს აპირებს.
მარინ ლე პენი “ნაციონალური ფრონტის” ლიდერი თანამდებობიდან საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები