რუსეთმა ინტერპოლს არსენ იაცენიუკზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით მიმართა

რუსეთმა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე არსენ იაცენიუკზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით მიმართა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.
გამოძიების ინფორმაციით, არსენ იაცენიუკი რუსეთის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ჩეჩნეთში იბრძოდა. თუმცა ამ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი უარყოფს, ის აცხადებს, რომ იაცენიუკი ჩეჩნეთში არ იბრძოდა და იქ საერთოდ არასოდეს ყოფილა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა იაცენიუკი შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობაში 2015 წელს დაადანაშაულა. ამ უწყების ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი მაშინ აცხადებდა, რომ იაცენიუკს რუსი სამხედროების მკვლელობისთვის  „ერის გმირის“ ჯილდო აქვს მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები