უნგრეთმა სერბეთის საზღვარზე მეორე ღობე ააშენა

უნგრეთმა სერბეთის საზღვარზე მეორე ღობის მშენებლობა დაასრულა. მისი სიმაღლე 3 მეტრია, სიგრძე 155 მეტრი და მას „ადამიანების ნაკადის შეჩერება შეუძლია“. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ვიქტორ ორბანი ევროპის „ღია კარის პოლიტიკას“ მუდმივად აკრიტიკებს. ის აცხადებს, რომ სირიიდან და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან მიგრანტების ნაკადი ევროკავშირში ტერორიზმის საფრთხეს ზრდის და ქრისტიანულ იდენტობას ემუქრება.
უნგრეთმა სერბეთის საზღვარზე ღობეების მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. ასეთივე დამცავი ნაგებობები ამ ქვეყანამ სერბეთის საზღვარზეც ააგო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები