რიგის მერი რუსულად საუბრისთვის 50 ევროთი დააჯარიმეს

ლატვიის დედაქალაქ რიგის მერი ნილ უშაკოვი სახელმწიფო ენის ცენტრმა მოსწავლეებთან რუსულად საუბრისთვის 50 ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ გამოცემა petrimazepa.com იუწყება.
ეს უშაკოვისთვის პირველი ჯარიმა  არ არის. ერთი თვის წინ, ის რიგის მოსახლეობასთან არასახელმწიფო მიმოწერის გამო, 140 ევროთი დააჯარიმეს. თუმცა მერი აცხადებს, რომ ის იმავე ენაზე პასუხობს, რა ენაზეც კითხვას უსვამენ.
„სახელმწიფო ენის ცენტრში მიაჩნიათ, რომ  სახელმწიფო მოხელეს არა აქვს უფლება, სკოლის მოსწავლეებს მათ მშობლიურ ენაზე უპასუხოს, არაფორმალური ურთიერთობის დროსაც კი. თანაც, ამის ამსახველი ვიდეოს ტრანსლირება ფეისბუქით მოხდა“, – დაწერა უშაკოვმა ფეისბუქში. სოციალურ ქსელში ის პირად გვერდს ლატვიურ და რუსულ ენებზე აწარმოებს.
უშაკოვი ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები