ავღანეთში, ამერიკულ სამხედრო ბაზასთან აფეთქება მოხდა

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ამერიკულ სამხედრო ბაზასთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ გამოცემა “TOLOnews”-ი იუწყება. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ცნობისთვის, 2 დღის წინ „თალიბანის“ „ბოევიკები“ ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ქალაქ მაზარი-შარიფთან სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 140 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეალურად ბაზაზე „ბოევიკებმა“ 200 სამხედრო მოკლეს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა თანამდებობა დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები