დაღესტნის სკოლაში აფეთქებისას ერთი მოსწავლე დაიღუპა – არიან დაშავებულებიც

 დაღესტნის ცუმადინსკის რაიონში, სკოლაში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად,  ერთი მოსწავლე დაიღუპა და 11 დაშავდა, მათგან სამი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. დაღუპული და დაშავებულები მერვეკლასელები არიან.

„ერთ-ერთმა მოსწავლემ სკოლაში ხელყუმბარა მიიტანა. კომპიუტერულ კლასში აფეთქება მოხდა”, – განაცხადა აგვალის საშუალო სკოლის დირექტორმა, შამილ აბაკაროვმა.

ამჟამად შემთხვევის ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ. ბიჭი, რომელმაც სკოლაში ხელყუმბარა მიიტანა, დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები