ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ – “ბოდიშს ვიხდი ამ შეცდომისთვის”

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატთა ნაწილი პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის გადადგომას მოითხოვს. როგორც დეპუტატებმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადეს, მოთხოვნა სირიის პრეზიდენტთან მის შეხვედრას უკავშირდება.
ისინი აგრამუნტს მოუწოდებენ, მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და გადადგეს.
პედრო აგრამუნტმა განცხადებების შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა, დარბაზი დატოვა და აღარ დაბრუნებულა.

”მინდა განცხადება სირიაში ჩემი ვიზიტით დავიწყო. კარგად მესმის თქვენი შეშფოთება, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ამ ვიზიტის გაშუქებას. ეს ვიზიტი შეცდომა იყო და მე ამას გულწრფელად ვაღიარებ. ბოდიშს ვიხდი ამ შეცდომისთვის. პირველი შეცდომა იყო ის, რომ სათანადოდ ვერ შევაფასე ასამბლეის წევრების მხრიდან მოსალოდნელი რეაქცია. ვფიქრობდი, ეს ვიზიტი სირიის კონფლიქტის მოგვარების საკითხში წვლილის შეტანის საშუალებას მომცემდა. მეორე შეცდომა იყო ის, რომ პირდაპირ არ ჩავაყენე საქმის კურსში პოლიტიკური ლიდერები. მესამე შეცდომა ჩემგან დამოუკიდებელია, რადგან ვერ გავაკონტროლებდი რუსულ მედიასაშუალებებს”, – განაცხადა აგრამუნტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები