„ევროკავშირს სურს, რომ საფრანგეთი ამ ორგანიზაციის წევრად დარჩეს“

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი კომისარი იმედოვნებს, რომ საფრანგეთი ევროკავშირის წევრად დარჩება.
ამის შესახებ მთავარმა დიპლომატმა, ფედერიკა მოგერინიმ საფრანგეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შეფასებისას განაცხადა, რომელშიც ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა.
„ევროკავშირი ამ ორგანიზაციის წევრთა გარეშე არაფერს ნიშნავს. ამ ქვეყნის და ბრიუსელის ნებისმიერი დაპირისპირება არის სიყალბე. ევროკავშირის წევრობა არის არა იდენტობის და სუვერენიტეტის დაკარგვა, არამედ სუვერენიტეტის მოპოვება“, – განუცხადა მოგერინიმ ჟურნალისტებს.
მანვე, იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი ევროკავშირიდან არ გამოვა. მსგავსი მოწოდებით, ულტრამემარჯვენე „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი მარინ პე პენი გამოდის, რომელიც ასევე მეორე ტურში გავიდა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში 7 მაისს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები