მოგერინი: სანქციების შენარჩუნების შემთხვევაში, რუსეთი და ევროკავშირი სტრატეგიული პარტნიორები ვერ იქნებიან

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ფედერიკა მოგერინიმ მოსკოვში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ დღეს არსებული სანქციების გამო, ევროკავშირი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები ვერ იქნებიან.
„არარეალურია სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი, მაშინ, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს. ეს არ არის პარტნიორებს შორის თანამშრომლობის რეჟიმი.
მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ 2014 წლის შემდეგ ჩვენს ურთიერთობებში არაფერი გაუარესებულა“, – განაცხადა მოგერინიმ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მოგერინის თქმითვე, ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება სურს.
„რუსეთი და ევროკავშირის წლების მანძილზე სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ. ახლა სიტუაცია შეიცვალა. და ეს ურთიერთობები შორს არის სტრატეგიული პარტნიორობისგან. ჩვენ ახლა ვცდილობთ ისეთ სფეროებში ვითანამშრომლოთ, რაც სტრატეგიულ ინტერესებს შეესაბამება“, – განაცხადა მოგერინიმ.
მისივე განცხადებით, სანქციები ევროკავშირის თვითმიზანი არ არის, ის უკრაინაში სამხედრო დაპირისპირების და მინსკის შეთანხმებების რეალიზების მიზნით მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები