გაერო-ს საერთაშორისო სასამართლომ რუსეთისთვის დროებითი ზომების დაწესებაზე უკრაინას უარი განუცხადა

გაერო-ს საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. უკრაინის მოთხოვნა, „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესაბამისად“ საქმეს ეხებოდა. უკრაინა ზომების გატარებას ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კონვენციის შესაბამისად ითხოვდა.
უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ დროებითი ზომების გამოყენება მოითხოვა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა სასამართლომ რუსეთისთვის დროებითი ზომების დაწესებაზე უკრაინას უარი განუცხადა.
რაც შეეხება რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საკითხს, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს ყირიმელი თათრების უფლებების ხელყოფისგან და უზრუნველყოს ყირიმში მათ მიერ განათლების უკრაინულ ენაზე მიღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები