იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შოთა ქადაგიძე აირჩიეს

იუსტიციის საბჭოს მე-15 წევრი შოთა ქადაგიძეა. ის პარლამენტის კვოტით აირჩიეს. ქადაგიძეს მხარი 90-მა დეპუტატმა დაუჭირა. ვაკანტურ თანამდებობაზე 6 კანდიდატი იყო წარდგენილი.
შოთა ქადაგიძე ბოლოს საადვოკატო საქმიანობით იყო დაკავებული, მუშაობდა სამივე ინსტანციის სასამართლოში, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრები. საქართველოს პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს, ხოლო 1 წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები