უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა

უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შევედრის დასრულების შემდეგ კომენტარი პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ და უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა გააკეთეს.
უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის სასახლე კომენტარის გარეშე თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დატოვეს.
სხდომაზე შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების კონცეფციასთან დაკავშირებით იმსჯელეს და განიხილეს თუ რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს საქართველო. ასევე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.
დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები