შს მინისტრი საქართველოდან სომხეთში შეტანილი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის შეტანის თემას გამოეხმაურა

საქართველოდან სომხეთში შეტანილი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის ამოღების საკითხს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ
ქართული მხარე, სომეხ სამართალდამცველებთან ამ ინფორმაციის თაობაზე დეტალებს არკვევს.
მღებრიშვილის თქმით, ასე გადაჭრით არ შეიძლება თქმა, რომ საქართველოს გავლით სომხეთში საზენიტო სარაკეტო კომპლექსი შევიდა.
”ასე გადაჭრით არ შეიძლება თქმა, რომ საქართველოს გავლით შევიდა სომხეთში. სომხური მხარე შეიძლება ამას ამბობს, მაგრამ ჩვენ დეტალებს ვარკვევთ და საზოგადოებას აუცილებლად ვამცნობთ ამის თაობაზე”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში შეტანილი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის Игла-ს ამოღების შესახებ ინფორმაცია სომხეთის ეროვნულმა უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, მათ ამ თვეში მიიღეს ინფორმაცია სომხეთში საქართველოს ტერიტორიიდან გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის, Игла-ს კონტრაბანდულ ტრანსპორტირებაზე. განხორციელებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად, აღმოჩენილი და ამოღებულია გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექს Игла-ს ასამოქმედებელი ლულა 9М39 ტიპის რაკეტასთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები