კახა კახიშვილი დეპუტატებს “პატიმრობის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს აცნობს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი პარლამენტის წევრებს “პატიმრობის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს აცნობს. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, მინისტრი ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით წარადგენს.
საკანონმდებლო პაკეტში, რომელიც ცვლილებებს ოც კანონში ითვალისწინებს, საუბარია, როგორც საქართველოში გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების შექმნაზე, ასევე, შინაპატიმრობაზე, პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, საოჯახო პაემნებზე, უმაღლესი განათლების მიღებაზე, ტელევიზორითა და რადიოთი სარგებლობის უფლებაზე და პატიმართა ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფაზე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები