თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის მისვლის ზუსტი თარიღი დღეს გაირკვევა

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას მისვლის თარიღი დღეს გაირკვევა. ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ განაცხადა.
სამუშიას ინფორმაციით, ნარმანიას საკრებულოში მისვლის ზუსტ თარიღს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დღეს, დაასახელებს.
„ქალაქის მერთან კონსულტაციები საბოლოოდ გუშინ დასახელდა და გადაწყვეტილია თარიღი, როდის მივა მერი საკრებულოში რიგგარეშე მოხსენებით. ასევე, გააკეთებს მოხსენებას ქალაქის განვითარების გეგმაზე და უპასუხებს საკრებულოს წევრთა კითხვებს“, – განაცხადა სამუშიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები