გიორგი კახიანი: უშიშროების საბჭო იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს, ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა

„თავის დროზე, უშიშროების საბჭო იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს, ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად იყო შეფასებული“, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.
​გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ უშიშროების საბჭოს სტატუსი ან უნდა შეიცვალოს, ან მოხდეს სხვა ერთეულად ჩამოყალიბება.
,,როგორც მოგეხსენებათ, საუბარი არის, რომ უშიშროების საბჭო გარდაიქმნას ეროვნული თავდაცვის საბჭოდ. სხვათა შორის, უშიშროების საბჭო იმ ფორმით, რა ფორმითაც იგი დღეს არსებობს, თავის დროზე, ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად იყო შეფასებული. ვინაიდან უშიშროების საბჭო არსებობს, მისი წევრები და მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე, ბოლო სხდომებს ყოველთვის ესწრებოდა. ამჯერად, პარლამენტის თავმჯდომარე, გასაგები მიზეზის გამო – დღეს სესიას უძღვება – საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.
დღეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც ცნობილია, სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები