პატრიარქის ექიმი: ოპერაციის შემდგომი პერიოდი მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას და სიმშვიდეს

ოპერაციის შემდგომი პერიოდი მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას და სიმშვიდეს – ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის კარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმა განუცხადა.
სტაბილურად არის. ახლა მივდივარ, უნდა მოვინახულო. ძალიან დიდი ოპერაცია გადაიტანა. საკმაოდ პრობლემები დახვდა და ვუფრთხილდებით მის ემოციურ მდგომარეობას და ჯანმრთელობას. ამჟამად მდგომარეობა კარგია. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას და სიმშვიდეს”, – განაცხადა შალვა პეტრიაშვილმა.
როგორც ცნობილია, ე.წ. “ციანიდის საქმეზე” ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა, კანონმდებლობა ბრალდებულის საპატრიარქოში მიყვანას არ ითვალისწინებს, ხოლო პატრიარქი მივა თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამის შესახებ პატრიარქის პოზიცია უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები