საქართველოს მთავარი პროკურორი უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილეს ევგენი ენინს შეხვდა. მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე.
პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი შოთაძემ სტუმარს გაწეული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, საქართველოს პროკურატურის განვითარების 2017-2021 წლების სტრატეგიაზე მიაწოდა ინფორმაცია და საქართველოს პროკურატურაში უკვე განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე მხარეებმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს და მომავალში უწყებებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრის დასასრულს უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ საქართველოს მთავარ პროკურორს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი თანამშრომლობის კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვის მიზნით გამოხატა მზაობა უახლოეს პერიოდში დაიგეგმოს და განხორციელდეს ორივე ქვეყნის პროკურატურის ხელმძღვანელ პირთა შორის შეხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები