მონტენეგროში გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქის მიმართ წარმოებული გამოძიების შესახებ

მომზადებულია ASSOCIATED PRESS-ის მიერ.
მონტენეგროს ქ. პოდგორიკას პროკურატურის განცხადებით, რ/ფ-ს ორი მოქალაქე არის ეჭვმიტანილთა შორის, რომელთაც ბრალი ედებათ მონტენეგროში არჩევნების დღეს დაგეგმილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობის გზით გადატრიალების მოწყობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში, რომელიც მონტენეგროს „ნატო“-ში გაწევრიანების სურვილს უკავშირდება.
პროკურატურის პრესსამსახურმა დაადასტურა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 21 პირის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, რომელთა შორის არიან რ/ფ-ს ორი და სერბიის 3 მოქალაქე. პრესსამსახურის წარმომადგენელმა პრესასთან საუბრისას დაიცვა ანონიმურობა, რადგან გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.
დაახლოებით 20 ადამიანი დააპატიმრეს მონტენეგროში ა.წ.-ის 16 ოქტომბრის არჩევნების დროს, თუმცა შემდგომში რამოდენიმე მათგანი იქნა გათავისუფლებული. ასევე მოხდა დამატებით სხვა პირთა დაკავებაც, მათ შორის იმ პირების, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში პრო-რუსი აჯანყებულების მხარეს იბრძოდნენ.
მონტენეგროს პროკურორების განცხადებით, გამოძიება მიდის იმ დასკვნამდე, რომ „რუსეთის ნაციონალისტებმა“ ჩამოაყალიბეს კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც არჩევნების დღეს გეგმავდა მონტენეგროს პარლამენტში შეჭრას, პრემიერ-მინისტრ მილო ჯუკანოვიჩის მკვლელობას და პრორუსული კოალიციის ძალაუფლებაში მოყვანას.
მონტენეგროს მედიამ მოახდინა რუსეთის ორი მოქალაქის იდენტიფიცირება, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ გადატრიალებას, როგორც რ/ფ-ს სამხედრო დაზვერვის (ГРУ)-ს თანამშრომლები.
გავრცელებული ინფორმაციით, რ/ფ-ს ორი ოპერთანამშრომელი დეპორტირებულ იქნა მეზობელი სერბეთიდან მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელნი ახორციელებდნენ პრემიერ-მინისტრის გადაადგილების თვალთვალს თანამედროვე ეკიპირების გამოყენებით, რომელიც სერბეთის ოფიციალური პირების განცხადებით, გამოიყენება მხოლოდ მოწინავე სადაზვერვო სამსახურების მიერ.
რუსმა ოფიციალურმა პირებმა უარყვეს გადატრიალებასთან თავიანთი კავშირი, თუმცა რ/ფ აქტიურად უჭერდა მხარს მონტენეგროს ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

მონტენეგრო მოწვეულ იქნა ნატოში გასაწევრიანებლად, მისი ტრადიციული სლავი მოკავშირის რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად. მონტენეგროს გაწევრიანებით რუსეთი დაკარგავს სტრატეგიულ გასასვლელს ადრიატიკის ზღვაზე და მისი ერთადერთი მოკავშირე აღნიშნულ რეგიონში სერბეთი დარჩება.
„ნატოს“-ს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ისინი მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებას მოელიან 2017 წლის შემოდგომაზე, როდესაც ალიანსის 28-ვე წევრი მოახდენს შეთანხმების რატიფიცირებას თავიანთ პარლამენტებში.
ASSOCIATED PRESS ავტორი დუსან სტოიანოვიჩი, ქ.ბელგრადი, სერბეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები