საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ანგარიში 52-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა გახსნა, ხოლო 75-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა პენალტი მოიპოვეს. გიორგი კვერნაძე მაღალ სისწრაფეზე მცველს გაექცა და საჯარიმოში წააქციეს, თერთმეტმეტრიანი დარტყმა გუნდის კაპიტანმა და ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში 2:0 გახდა.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე გამართავს – 25 სექტემბერს „ჯვაროსნები“ თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები