სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 11:00 საათისთვის 14,48% შეადგინა

11:00 საათის მონაცემებით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა 362 657-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 14,48%-ს შეადგენს.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველი შედეგების გამოქვეყნებას დაახლოებით 23:00 საათზე დაიწყებს.

ცნობისთვის, არჩევნებში  19 პარტია და ბლოკი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები