სოფელ დიდგორთან მომხდარ ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
სოფელ დიდგორის მიმდებარედ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.