CNN: ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები 24 მილიარდი დოლარის გამო ჩიხში შევიდა

აშშ-სა და ირანს შორის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ბედი იმაზეა დამოკიდებული, დათანხმდება თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია 24 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლებას, – ამის შესახებ ირანის მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა და აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში, აშშ „ბნელ ჩიხში შევა“.

„მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და დონალდ ტრამპმა ეს ჩიხი უნდა გადალახოს“, – განუცხადა CNN-ს თეირანში ექსკლუზიურ ინტერვიუში უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯტაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ. „ბურთი ტრამპის მოედანზეა“.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანი აშშ-სთან დროებითი შეთანხმების გაფორმებისთანავე გაყინული სახსრებიდან 12 მილიარდი დოლარის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, ხოლო დარჩენილ 12 მილიარდს კი მოგვიანებით ეტაპზე. ამერიკელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ამ ეტაპზე თანხების ნებისმიერმა განბლოკვამ შესაძლოა ზემოქმედების მთავარი ბერკეტი დააკარგვინოთ.

რეზაიმ გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლებაზე ისაუბრა, მან ეს მოთხოვნა ნდობის აღდგენის საშუალებად დაასახელა და აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ თანხების შესაძლო განბლოკვა ირანისა და ამერიკის ურთიერთობების მომავლისთვის „ახალ ჰორიზონტს“ გახსნის: „თუ მას სურს ირანთან შეთანხმების მიღწევა, ეს 24 მილიარდი დოლარი არის ნდობის ტესტი, რომლის გავლაც ირანს ტრამპთან სურს – ეს არის გამოცდა, რომელიც ამერიკამ უნდა ჩააბაროს და გზა გაიხსნება. ეს ჩვენი საკუთარი ფულია და არა ამერიკის“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები