შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2016 წლის საქმიანობას შეაჯამებს

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის საქმიანობის შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით,19 დეკემბერს კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციის მიზანია საზოგადოებას გააცნოს 2016 წელს ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობით განხორციელებული კვლევების შედეგები, კვლევითი პროექტების მიმდინარეობისას წარმოჩენილი პრობლემების, საკონკურსო კომისიების მუშაობისა და შეფასების კრიტერიუმები, საერთაშორისო გრანტები და საქართველოს მეცნიერთა ჩართულობა საერთაშორისო პროგრამებში.
კონფერენციაზე მოწვეულია 200 სტუმარი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მოადგილეები, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები, პრორექტორები, სამეცნიერო დეპარტამენტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, საერთაშორისო სამეცნიერო სააგენტოებისა და პროგრამების ეროვნული საკონტაქტო პირები და მეცნიერების განვითარების საკითხებით დაინტერესებული სამიზნე ჯგუფები.
კონფერენცია გაგრძელდება მთელი დღის მანძილზე. იმუშავებს სამი სესია. თითოეული სესიის შემდეგ გაიმართება დისკუსია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები