წმინდა საბა განწმენდილის ხსენების დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია 18 დეკემბერს წმინდა საბა განწმენდილის ხსენების დღეს აღნიშნავს. როგორც “კვირას“ საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ღირსი საბა განწმედილი მეუდაბნოე მამა, განდეგილი, მართლმადიდებლური ლავრებისა და მონასტრების დამაარსებელი იყო. იგი V საუკუნეში კაბადოკიაში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. წმ. საბა განწმენდილი მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდის დასაცავად იბრძოდა. იგი მრავალ სასწაულს აღასრულებდა: მისი ლოცვით უდაბნოში წყარო აღმოცენდა, საშინელი გვალვის დროს ძლიერი წვიმა წამოვიდა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა. ნეტარს მხეცებიც უდრტვინველად ემორჩილებოდნენ.
წმინდა საბამ საკუთარი აღსასრულის მოახლოება წინასწარ განჭვრიტა. იგი 532 წლის 5 დეკემბერს აღესრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები