შსს-ს აკადემიაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საჯარო ლექცია ჩაატარა

შსს-ს აკადემიაში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის თანახმად აკადემიის სტუდენტებს საჯარო ლექციებს მოქმედი, კვალიფიციური იურისტები წაუკითხავენ.
პირველი საჯარო ლექცია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ ჩაუტარა.
ლექციის მთავარი თემები იყო სასამართლო ხელისუფლება და მისი დამოუკიდებლობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. მომხსენებელმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო პრინციპებსა და საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე ისაუბრა, რომელიც ძალაში 2016 წლის იანვარიდან შევიდა. ნინო გვენეტაძემ აღნიშნულ სფეროში არსებული მიღწევები, გამოწვევები, განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები მიმოიხილა.
საჯარო ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.
პროექტის მიზანს სტუდენტების მოტივირება და საკანონმდებლო სფეროში მიმდინარე პროცესებში მათი აქტიურად ჩართვა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები