თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო (ფოტოკოლაჟი)

თბილისის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საზეიმოდ აინთო. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია ოჯახთან ერთად დაესწრო. მასთან ერთად იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილიც.
ცენტრალური ნაძვის ხე თოვლის ბაბუამ „მოძრაობის თეატრის“ მსახიობებთან და ბავშვებთან ერთად აანთო.
22 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაიდგა, წითელი და ოქროსფერი ბურთებით, ბაფთებითა და ილუმინაციებით არის მორთული. წელს, მთავარი ნაძვის ხე განსხვავებული დიზაინით განათდა, ტრადიციულ დეკორაციას მანათობელი ბურთები და ციმციმები დაემატა.
„დღეს საზეიმოდ განათდა ქალაქის მთავარი ნაძვის ხე . ჩვენი ქალაქი საახალწლოდ ძალიან ლამაზია. დღითიდღე სულ უფრო და უფრო იმატებს საახალწლო განწყობა და მნიშვნელოვანია , რომ ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთება დღევანდელ წმინდა და ლამაზ დღეს , ბარბარობის დღესასწაულს დავამთხვიეთ. მინდა ყველას მოგილოცოთ ბარბარობის წმინდა დღესასწაული და ასევე კარსმომდგარი ახალი წელი, რომლის ლამაზად შემოსვლისთვის ქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს“,-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
საახალწლო ღონისძიებები დედაენის ბაღსა და „ახალ ტფილისში“ 25 დეკემბრიდან დაიწყება და 3 იანვრამდე გასტანს. 9 დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და საბავშვო ღონისძიება გაიმართება. 25 დეკემბერს კი „საახალწლო ქალაქი“ დედაენის ბაღში, ვახტანგ კახიძის საავტორო პროექტით „საშობაო ზღაპარი“ გაიხსნება. რაც შეეხება საახალწლო გალა კონცერტს, ის ტრადიციულად 31 დეკემბრის ღამეს, ვარდების მოედანზე გაიმართება.
 15542130_1538981436118451_6287503003772024718_n 15578689_1538981179451810_1068097621154860763_n15541162_1538981419451786_523608161350887439_n
15492435_1538981249451803_2677067459080685481_n 15542258_1538981182785143_6842678263386154749_n 15578722_1538981296118465_6715949090197595326_n
 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები