პრემიერი: ასეთი თავდაჯერებული, რომ წინ ძალიან დიდი წარმატება გველოდება, არასდროს არ ვყოფილვარ

თბილისში ახალი ბიზნესცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციის წევრებს თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტების მქონე ახალი ბიზნესცენტრის გახსნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ცენტრი საფუძველი ჩაუყრის საინტერესო იდეებს, რომლებიც მოიტანს დამატებით ინვესტიციებს ქვეყანაში და თავის წვლილს შეიტანს ეკონომიკის სწრაფ განვითარებაში. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, დღეს საქართველოს სჭირდება თანმიმდევრული სვლა დაგეგმილი დღის წესრიგის განსახორციელებლად.
„ზუსტად ამ მომენტში როდესაც, ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი დემოკრატიული ტრანსფორმაციის შედეგად მიაღწია ასეთ შედეგს, ძალიან დიდი წარმატებაა ის, რომ დღეს ჩვენ ქალაქის ცენტრში გვაქვს ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბიზნესცენტრი. გილოცავთ! ნამდვილად ძალიან კომფორტული სივრცეა და მე დიდი იმედი მაქვს რომ ამ სივრცეში მიღებულ იქნება არაერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელთა შედეგად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, დაიწყება ახალი საინვესტიციო პროექტები. დღეს ყველაზე მეტად დღეს ჩვენ ქვეყანას ჭირდება ერთად დგომა და თანმიმდევრულად სვლა იმ მიმართულებით, რომ მივაღწიოთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში. მთლიანობაში მინდა ვთქვა, რომ არათუ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ასეთი თავდაჯერებული, რომ ჩვენ ძალიან დიდი წარმატება გველოდება წინ, არ ვყოფილვარ არასდროს. განწყობა, რომელიც მე გამაჩნია და ჩვენს გუნდს გააჩნია არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში–სრულიად ახალ, ძალიან მასშტაბურ პროექტებს, რომელიც მთლიანად შეცვლის ქვეყანას უკეთესობისკენ და რომელიც იქნება ნამდვილი გარღვევა ეკონომიკური განვითრების კუთხით და ეს არის რეალობა და ეს არის ის მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც დღეს არსებობს, ეს არის ის პოტენციალი. ჩვენ სულ ვსაუბრობთ,”–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს ბიზნესასოციაცია დაფუძნდა 2009 წელს და საქართველოს 70-მდე წამყვან კომპანიას აერთიანებს. თანამედროვე დიზაინის მქონე ბიზნესცენტრის საერთო ფართობი 9105 კვადრატული მეტრია და იგი მოიცავს საოფისე და კომერციულ სივრცეებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები