„დარჩა ევროპარლამენტის საბოლოო კენჭისყრა, რომლის შემდეგაც აინთება მწვანე შუქი ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მოგზაურობისთვის“

სულ რამდენიმე საათის წინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ე.წ. შეჩერების მექანიზმის თაობაზე საბოლოო შეთანხმების შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ დარჩა ევროპარლამენტის საბოლოო კენჭისყრა, რომლის შემდეგ, ფაქტობრივად, ჩვენი მოქალაქეებისთვის აინთება მწვანე შუქი ვიზის გარეშე ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის, რაც არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა მოგილოცოთ ყველას,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიზნესასოციაციის ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეული წარმატება უამრავი ადამიანის შრომისა და საქართველოს მეგობრების დიდი მხარდაჭერის შედეგია.
„ეს არის წარმატება უამრავი ადამიანის ერთობლივი შრომის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ძალიან ბევრი მეგობრის უდიდესი დახმარებისა და თანადგომის, რომლისთვისაც ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ,”–აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები