საქართველოს 42 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს 42 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის ინფორმაციით, რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდების გართულებაა.
”მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, გართულდა იმ რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება, რაზეც დამოკიდებულია სკოლის გათბობის სისტემა, შესაბამისად, სკოლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენამდე, სასწავლო პროცესი დროებით შეეწყვიტათ”, – განაცხადა ლია გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები