ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ არჩევნები 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტმა“ ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები 2017 წლის 9 აპრილს დანიშნა. ამის შესახებ სააგენტო „ტასი” იუწყება.
„პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნები აპრილის მეორე კვირა დღეს 9 აპრილს გაიმართება“, – განუცხადეს „ტასს“ ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურში.
ჯერჯერობით არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ოკუპირებული რეგიონის მოქმედმა დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გამოთქვა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ არჩევნები 2011 წელს ორჯერ გაიმართა. მაშინ ხმების უმრავლესობა ალა ჯიოევამ მიიღო, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა. შემდეგ განმეორებითი არჩევნები 2012 წლის აპრილში გაიმართა, რომელშიც ლეონიდ თიბილოვმა გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები